თბილისში „ალილოს“ მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
მსვლელობის დაწყებამდე, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები, ასევე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, რომლებმაც „ალილოს“ მონაწილეებს სანოვაგე გადასცეს.
„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს!“ – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია