ემანუელ მაკრონი – შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს

შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ფრანგი ჯარისკაცები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას, რათა შესაძლო დარღვევები დააფიქსირონ.
„მრავალეროვნულ ძალებში ჩვენი მონაწილეობის შესახებ მზადყოფნა გამოვხატეთ. მსურს, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს ძალები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, იტალიის მთავრობის ცნობით, ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჯარებს არ გაგზავნის.
„პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურა და გარანტიების საკითხზე კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომელიც იტალიის ჯარების ადგილზე განთავსების გამორიცხვას გულისხმობს“, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში