კვიპროსში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვიპროსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდისის შეხვდება.
მოგვიანებით, ზელენსკი და ქრისტოდულიდისი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულ ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
ასევე, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი 1-ელ იანვარს მიიღო და ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა