გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ნოემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, ნავაზი, ნავაზარი, წილკანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
„10:00-დან 10:05 საათამდე აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, გალავანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, მაღრანი, შანკევანი.
11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი.
12:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ. მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, კარიბჭის, მირიანის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, მამულაშვილის, პეტრე იბერიელის, თაყაიშვილის, ფარნავაზის, ერეკლე II-ის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, პეტრიანი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ქვიტკირის წყარო, ციხევდავი.
12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ