დონალდ ტრამპი – შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ოპერაციამ დაადასტურა, რომ -ს ყველაზე შიშისმომგვრელი სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში – ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, ეს შესანიშნავი იყო

შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების სარისკო ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს “ყველაზე შიშისმომგვრელი” სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში.
“ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, მაგრამ ეს შესანიშნავი იყო. გენიალური იყო ტაქტიკურად,” – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ქვეყანაში შესვლამდე აშშ-მა ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გათიშა, რამაც სამხედროებს მოულოდნელობის ელემენტი მისცა, როდესაც მადუროს სახლს უახლოვდებოდნენ.”და დაფიქრდით, არავინ იქნა მოკლული. და მეორე მხარეს, ბევრი ადამიანი იქნა მოკლული,” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან