სამართალდამცავებმა ზუგდიდში, სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ზუგდიდში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან მაღაზიის თანამშრომელს თანხა იარაღის მუქარით მოსთხოვა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები