დონალდ ტრამპის განცხადებით, -ის მთავრობამ ნავთობკომპანიებს, შესაძლოა, ვენესუელას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო თანხა აუნაზღაუროს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ -ის ნავთობის ინდუსტრიას ვენესუელაში გაფართოებული ოპერაციების ამოქმედება 18 თვეზე ნაკლებ დროში შეუძლია.
„ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება უფრო ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაგრამ დიდ თანხასთან იქნება დაკავშირებული. უზარმაზარი თანხის დახარჯვა იქნება საჭირო, ნავთობკომპანიები მას დახარჯავენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით აუნაზღაურდებათ“, – განუცხადა ტრამპმა NBC News-ს.
ტრამპმა არ დააკონკრეტა რა თანხა დაუჯდებათ კომპანიებს ვენესუელას მოძველებული ნავთობის ინფრასტრუქტურის შეკეთება და განახლება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა იქნება, რომელსაც ნავთობკომპანიები დახარჯავენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, ვენესუელას ნავთობის რეზერვების გამოყენება „ნავთობის ფასებს შეამცირებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ