სტივენ მილერი – გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციაა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სტივენ მილერმა განაცხადა.
ამასთან, მან უარყო, რომ გრენლანდიის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენება იქნება საჭირო.
მილერმა გრენლანდიაზე დანიის კონტროლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
„რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი? რა არის მათი გრენლანდიის დანიის კოლონიად ყოფნის საფუძველი? შეერთებული შტატები ნატო-ს ძალაა. იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოება, დაიცვას ნატო და ნატოს ინტერესები, ცხადია, გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების ნაწილი,“ – აღნიშნა მილერმა.
ცნობისთვის, სტივენ მილერის მეუღლემ – კეიტი მილერმა – სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“. აღნიშნულ პოსტზე კომენტირებისას, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ ის უპატივცემულობას გამოხატავს. თუმცა, აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)