ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე ბრძოლის ველზე | ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მოკავშირეებს მოუწოდებს გააგრძელონ უკრაინის სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა. განცხადება ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტეინ-18“) შეხვედრის დასაწყისში გააკეთა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს:
”უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძოლაში, ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ ჩვენ არ გვეყოფა ნერვები და თუ ვერ შევაკავებთ აგრესორებს, კიდევ უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ. ამიტომ, სუვერენული და უსაფრთხო გლობალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა ოსტინმა.
მისივე თქმით, “რამშტეინის” ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიმართა, ესტონეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიეს.
„ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე ბრძოლის ველზე და დავეხმაროთ უკრაინას გააძლიეროს, მოდერნიზდეს და შეინარჩუნოს თავისი თავდაცვის ძალები გრძელვადიან პერსპექტივაში“, – თქვა ოსტინმა.