პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ ხვალინდელ შეხვედრაზე -ს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ

პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე -ს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, – ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელიც ხვალ, 6 იანვარს პარიზში გაიმართება, აშშ-ის სახელით მონაწილეობას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მიიღებენ.
შეხვედრაზე ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით დაგეგმილ შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში