ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, ეს აღიარება უკან წაიღონ

ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, ეს აღიარება უკან წაიღონ
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინიტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას. მაჭავარიანი განცხადებით, ის, რაც რამდენიმე წლის წინ ვენესუელის სახელმწიფომ გააკეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებად“ გამოცხადების შესახებ, სასურველია, რომ გააუქმონ.
„ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“ ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან აშშ-ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს აშშ-ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა. ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე გადაწყდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესში შედის.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები