თუ ევროკავშირში შეცვლიან მიდგომებს, ეს სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე

თუ ევროკავშირში შეცვლიან მიდგომებს, ეს სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე
ზოგადად, ჩვენ რა თქმა უნდა, მზაობა გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები განახლდეს, თუმცა უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ თავად ევროკავშირი არ არის მზად, საქართველოს ხელისუფლებასთან საგნობრივ დიალოგზე, რაზეც დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაც მეტყველებს.
მისივე თქმით, თუ ისინი შეცვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც.
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ 21 ნოემბერს, როდესაც ჩანიშნული იყო შეხვედრა, თვეებით ადრე მზადდებოდა ეს შეხვედრა. ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში იმისთვის, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც მოდის ევროკავშირის მხრიდან. მათ გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს, პირდაპირ ჩაშალეს ეს შეხვედრა, რაც იმის მანიშნებელი და ინდიკატორია, რომ ისინი მზად არ არიან, რომ ჩვენთან საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ და მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ მათი მხრიდან. თუ ისინი შეცვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე”- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები