ნიკოლას მადურო და მისი ცოლი მიიყვანეს მანჰეტენის სასამართლოში

5 იანვარს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ადელა ფლორეს დე მადურო ბრუკლინის საპატიმროდან მანჰეტენის სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ბრალდებებს წარუდგენენ.
მადურო ცოლთან ერთად შაბათს, 2 დეკემბერს კარაკასში შეიპყრეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს, -ის მიერ ჩატარებული საგანგებო ოპერაციის შედეგად.
როგორც დაკავების დღეს -ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი წერდა, ცოლ-ქმარს ბრალად ედებათ ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა. საკუთრივ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ “ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში” და “კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში”, ასევე ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობაში.
ორიოდე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ Truth-ში წერდა, რომ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, თავის ცოლთან ერთად გაიყვანეს ქვეყნიდან:
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანეს ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“.
ვაშინგტონის ეს მოქმედება დაგმეს რუსეთმა და ჩინეთმა.
5 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
3 იანვარს გაეროს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო. რომ „ბოლოდროინდელმა ესკალაციამ ვენესუელაში, რომლის კულმინაციად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები იქცა, რასაც პოტენციურად საგანგაშო შედეგები შეიძლება მოჰყვეს რეგიონისთვის, გაეროს გენერალური მდივნის ღრმა განგაში გამოიწვია“.
გაეროს გენერალური მდივანი საერთაშორისო სამართლისა და მათ შორის, გაეროს ქარტიის დაცვისკენ მოწოდებით გამოვიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს