12 იანვარს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12 იანვარს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში დაიგეგმა.
როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მარშის წინა დღეს, 11 იანვარს, 22:00 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია