ინდური high-tech კომპანიის გენერალური დირექტორი კორპორატიულ საღამოზე თანამშრომლების თვალწინ დაიღუპა

ინდური მაღალტექნოლოგიური კომპანიის გენერალური დირექტორი კორპორატიული ღონისძიების დროს თანამშრომლების თვალწინ დაიღუპა. Vistex-ის ტოპ მენეჯერები კორპორატიული წვეულების დროს 4,5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ. პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი წამყვანი ინდური კომპანიის ხელმძღვანელი – სანჯაი შაჰი ადგილზე გარდაიცვალა, პრეზიდენტი ვიშვანათ რაჯუ დატლა კი რეანიმაციაშია.
კომპანიის ხელმძღვანელებს, კორპორატიულ საღამოზე ეფექტურად წარდგენა სურდათ და დაკიდებულ კონსტრუქციით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ბაგირი გაწყდა და კონსტრუქცია ამოყირავდა, რის შემდეგაც ისინი 4.5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.