“სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან” – ხაბეიშვილის შეფასება კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე და მმართველი გუნდის პასუხი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილმა გამოსახლების პროცესს სისხლის სამართლის დანაშაული უწოდა.
“მარტივი არჩევანი გვაქვს – უსწრაფესად ევროკავშირის წევრობა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში 30-35%-იანი სესხები აღარასდროს აღარ იქნება, რის გამოც ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას შემდეგ ქუჩაში ტოვებენ. ყველა ადამიანს, ვინც ამაში [გამოსახლებაში] მონაწილეობა მიიღო უნდა ესმოდეს, რომ ისინი არაჰუმანურ აქტში, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, როცა ადამიანის უფლებებს ლახავენ და ძალადობრივი გზით ადამიანს ასახლებენ სახლიდან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც “ქართულ ოცნებაში” კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებენ, ოპოზიცია ცდილობს გამოსახლების საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
“რა თქმა უნდა, ვისაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება ეხება, უკმაყოფილოა, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა იქ არის თუ არ არის, უკმაყოფილოა.
ახლა ხაბეიშვილს იმის გამო, რომ არ შეუძლია რაიმე უკეთესი შესთავაზოს, ამ მიზნით გამოიყენებს ერთი კონკრეტული ოჯახის, ამ გაჭირვებულ მდგომარეობას, თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მან ერთი რამე უნდა იცოდეს, რომ მის პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდა, ისე ასახლებდა მისი პარტია არამარტო სახლებიდან ხალხს, არამედ პირდაპირ ართმევდა მათ სახლებს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი

ვინ არის Washington Examiner-ში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის ავტორი- ირკვევა, რომ ტომ როგანის, როგორც ავტორის და სპიკერის მომსახურება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ყველასთვის ხელმისაწვდომია