ვოლოდიმირ ზელენსკი – ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის – ევროპაში შეხვედრები გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ევროპაში გაიმართება შეხვედრები, რომლებმაც ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.
„უკვე ვემზადებით შემდეგი დიპლომატიური კვირისთვის – ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. უკრაინა მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ესაუბრა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს და 5 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.
„ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის სხდომა მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გაგრძელდეს. დღეს ჩვენ დეტალურად ვიმუშავეთ უსაფრთხოებაზე. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური შეიცვლება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ცვლილებების შესაბამისი მიმართულებები შინაგან საქმეთა მინისტრ კლიმენკოსთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც