თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო – ტრამპი

-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი გააფრთხილა, რომ თუ ის სწორად არ მოიქცევა, დიდ ფასს გადაიხდის.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა, უფრო დიდს, ვიდრე მადურო“, – განუცხადა -ის პრეზიდენტმა The Atlantic-ს სატელეფონო ინტერვიუში.
ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაავალა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყოს.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას უხელმძღვანელებს იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველყოფენ.
www.interpressnews.ge