დიქტატორებისთვის სახიფათო სიგნალია – მელაშვილი ვენესუელას მოვლენებზე

ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს თანამედროვე გეოპოლიტიკური წესრიგის გამოცდად აფასებს. მისი თქმით, პროცესმა მკვეთრად გააძლიერა -ის პოზიცია, დაასუსტა ს გავლენა და აჩვენა, რომ მცირე ქვეყნების უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ძლიერი პარტნიორების ყოლას აქვს, მაშინ, როცა საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება იზოლაციისა და დამატებითი რისკების ზრდას ნიშნავს.

რუსეთმა ვერ დაიცვა ახლო მოკავშირე, შესაბამისად, -ს პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ვენესუელის ნავთობის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდება და ეს ს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა. 

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ აშკარა ხდება, რომ პოსტამერიკული სამყაროს მშვიდობაში მცირე ქვეყნებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ ძლიერი მოკავშირეები და იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში აფუჭებს ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, აღრმავებს ევროიზოლაციას, სრულიად პრობლემური და ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ჩნდება ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი ავტორიტარული ლიდერი უნდა იაზრებდეს, იქნება ეს აიათოლა, იქნება ეს ვენესუელის დიქტატორი, რომ ამერიკელებს ძალის პროეცირებაც შეუძლიათ და ეს ძალის პროეცირება ნებისმიერი დიქტატორისთვის არის უაღრესად სახიფათო, – ამბობს გიორგი მელაშვილი. 

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ვენესუელაში ოპერაციისას საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანეიტრალებლად 150-ზე მეტი თვითმფრინავი გამოიყენა, რის შემდეგაც სპეციალურმა დანაყოფებმა ღამით შეუტიეს ნიკოლას მადუროს რეზიდენციას. მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და რამდენიმე საათში ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკობიზნესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხისგება ელოდება.

ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელის „დროებით მართვას“ გააგრძელებს, სანამ არ მოხდება „უსაფრთხო და გონივრული“ ძალაუფლების გადაბარება, რაც სამხედრო ჩართულობის გაგრძელების შესაძლებლობას ნიშნავს.