– მუდმივი არაფერია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია, მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია

მუდმივი არაფერია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია, მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია! ,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.
“ნერონი, კალიგულა, დომიციანე, თემურ ლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუშესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ასადი, მადურო…
მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!”, – წერს ზურაბიშვილი.