ჩინეთიდან იმპორტი 21%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ჩინეთიდან 1 803 447.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 1 487 304.0 ათას დოლარს შეადგენდა.
ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები და მასზე ჩინეთიდან იმპორტის 3%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
· მსუბუქი ავტომობილები – 51 517.0 ათასი დოლარი;
· ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები – 50 880.9 ათასი დოლარი;
· ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 50 774.0 ათასი დოლარი;
· რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 49 849.0 ათასი დოლარი;
· მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 48 732.7 ათასი დოლარი;
რაც შეეხება საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს ის 2%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ჩინეთში 275 846.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 280 170.4 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
· მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა – 197 770.1 ათასი დოლარი;
· მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 21 623.4 ათასი დოლარი;
· ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 18 704.6 ათასი დოლარი;
· კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 14 387.1 ათასი დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 8 859.1 ათასი დოლარი;
businessinsider.ge




