სახელმწიფოს მიერ ამ ტიპის ურთიერთობის რეგლამენტაცია სრულიად დასაშვები, მეტიც, სასურველია. მევახშეობის (და ეს დაკაბალება ნამდვილად მევახშეობა მგონია) შეზღუდვა საერთოდ არ მგონია თავისუფალი ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგო, პირიქით, საკუთრების დაცვის და მისი თავისუფლად განკარგვის ღონისძიებად უფრო მივიჩნევ. ღარიბ ქვეყანაში, უკიდურესი საჭიროების მდგომარეობაში, ადამიანი ფულს ასტრონომიულ პროცენტში რომ სესხულობს, ამ ვითარებაში მისი ფინანსური მოწყვლადობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ნების გამოვლენის ადეკვატურობა a priori პრობლემატურია.
ბევრი შეიძლება ვისმჯელოთ ამ საკითხზე: სამართლის თეორიის, ეკონომიკური შეხედულებების, ეთიკური თუ თავისუფლების ფილოსოფიური გააზრების კუთხით და პერსპექტივიდან, მაგრამ არ მგონია ეს ის საკითხი იყოს, როცა “ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს”. ფაქტია, ვერ არეგულირებს.“