ესპანეთი „მკაცრად გმობს“ ვენესუელაში საერთაშორისო სამართლის დარღვევას – პრემიერმინისტრი სანჩესი

ესპანეთმა დაგმო ის, რასაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა ვენესუელაში, დაწერა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა 4 იანვარს, -ის პრეზიდენტ ს მიერ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების მიზნით ჩატარებული რეიდის შემდეგ, წერილში, რომელიც მან თავისი სოციალისტური პარტიის წევრებს გაუგზავნა.

სანჩესის წერილში ლაპარაკია „საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე ვენესუელაში, აქტზე, რომელსაც ჩვენ მკაცრად ვგმობთ“.

-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ მადურო გეგმავდა ნარკოტიკების შეტანას აშშ-ში და უკანონოდ იყო ხელისუფლებაში ს გაყალბების გამო. მადურო უარყოფს ამ ბრალდებებს, კარაკასის ოფიციალურმა პირებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ესპანეთში ლათინური ამერიკისა და აშშ-ს გარეთ ვენესუელელი მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მათ შორის არიან ოპოზიციის მაღალი რანგის ფიგურები.

გაეროს უშიშროების საბჭო ვენესუელის თემაზე 5 იანვარს იმსჯელებს.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტურეშის წარმომადგენლის თანახმად: ვენესუელის „ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სხვათა შორის დაწერა, რომ „მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემით აღსავსე…”
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციის სამართლებრივი შეფასება რთულია და „ჩვენ დროს დავუთმობთ“ მის შეფასებას და დასძინა, რომ გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის პრინციპები”.

რუსეთმა, ისევე ჩინეთმა დაგმეს აშშ-ის ქმედება ვენესუელის წინააღმდეგ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა ჯერ ფაქტების დადგენა ისურვა, ტრამპთან საუბარი… “მე ყოველთვის ვამბობ და მჯერა, რომ ყველამ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი,“ -დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ “ყველა ვითარებაში დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. ჩვენ გამოვდივართ თავშეკავებისკენ მოწოდებით.”