დიქტატორებთან ასე მოპყრობა თუ შეიძლება, მაშინ -მა იცის, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ – ზელენსკი

აშშ-ის მიერ ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დიქტატორთან გამკლავების მკაფიო მიმართულება აჩვენა.
„რა შემიძლია, რომ ვთქვა? თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მართალია, ან მისი პრეზიდენტი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა, მისი განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, მედიაში ვარაუდობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი სწორედ ვლადიმერ პუტინს გულისხმობდა.
1tv.ge