პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ

პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ
დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს -ს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.
“თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.
ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.
მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა