-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში მეზობელი დანით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული გ.ტ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს-1988 წელს დაბადებულ ა.თ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
„პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)