დაკავებულია კაცი, რომელმაც ბათუმში მეზობელი დანით დაჭრა

დაკავებულია კაცი, რომელმაც ბათუმში მეზობელი დანით დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას კაცმა მეზობელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ