420-ნომრიანი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსი – რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „წყალტუბოში“

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „წყალტუბოში“, – ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით. სანატორიუმის ახალი მფლობელი კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 60 თვის ვადაში მინიმუმ 33 784 500 ლარის ინვესტიცია ჩადოს. ამასთან, საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, კომპანიამ უძრავ ქონებებში უნდა მოაწყოს არანაკლებ 420-ნომრიანი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსი რესტორნებით, საკონფერენციო დარბაზებით, სავაჭრო ცენტრებით, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრით, ღია და დახურული აუზებით და ა.შ.
სანატორიუმი „წყალტუბოს“, მფლობელია „გოლდენ თაუერი“. კომპანიის 49%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედი ფლობს, 51% კი ეკუთვნის კატარის მოქალაქეს ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანის.
წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ