comcom-ის მხრიდან ტარიფების ნეგატიურად წარმოჩენა, სავარაუდოდ, ბაზრის რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება – სილქნეტი

სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანია „სილქნეტში“ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას განცხადებით პასუხობენ, რომელშიც აცხადებენ, რომ ტარიფების ნეგატიურად წარმოჩენა comcom-ის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება.