მათი გეგმაა უზრუნველყონ, რომ ჩვენი ნავთობის ფასი ბარელზე $50 დოლარზე მაღლა არ ავიდეს – დერიპასკა

„თუ ჩვენი ამერიკელი „პარტნიორები“ ვენესუელის ნავთობის საბადოებამდე მიაღწევენ (გაიანას საბადოებამდე მათ უკვე მიაღწიეს), ისინი მსოფლიო ნავთობის მარაგების ნახევარზე მეტს გააკონტროლებენ და როგორც ჩანს, მათი გეგმაა უზრუნველყონ, რომ ჩვენი ნავთობის ფასი ბარელზე $50 დოლარზე მაღლა არ ავიდეს”, – ამის შესახებ რუსი მილიარდერი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს.
მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს წმინდა სახელმწიფო კაპიტალიზმს გაუჭირდება ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის.
“ეს ნიშნავს, რომ ჩვენს წმინდა სახელმწიფო კაპიტალიზმს გაუჭირდება ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის: ხარჯების შეუმცირებლად, წამგებიანი აქტივებისგან გათავისუფლების გარეშე, გრანდიოზულ პროექტებში მონაწილეობის გაგრძელება საჭირო კომპეტენციების ქონის და კერძო ბიზნესის ჩართულობის (კონკურენციის განვითარების მიზნით) გარეშე (და ზოგადად, გაძნელდება კერძო ბიზნესზე ზეწოლა, რადგან ის წელს უკვე გახდა ფედერალური ბიუჯეტის მთავარი გადამხდელი, მომავალ წელს კი ძირითადი ტვირთი სწორედ მასზე გადავა).“ – ამბობს დერიპასკა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ -ის მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ. მან პირობა დადო, რომ აშშ ვენესუელას გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მართავს.
„ჩვენი ძალიან დიდი აშშ-ის ნავთობკომპანიები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, შევლენ, მილიარდობით დოლარს დახარჯავენ, მძიმედ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ნავთობის ინფრასტრუქტურას შეაკეთებენ და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.