ინდოეთში მომდევნო თვეებში რუსული ნავთობის იმპორტის კიდევ უფრო შემცირებას მოელიან

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინდოეთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან ყოველკვირეულად შესყიდული რუსული და ამერიკული ნავთობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა გამოცემას ასევე უთხრეს, რომ მათი მოლოდინებით, რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, სავარაუდოდ, დღეში 1 მილიონ ბარელს ჩამოსცდება იმ ფონზე, როცა ინდოეთის მთავრობა -სთან სავაჭრო შეთანხმების დადებას ცდილობს.
2022 წელს ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ინდოეთი ფასდაკლებული რუსული ნავთობის ერთ-ერთი უდიდეს იმპორტიორი გახდა. თუმცა, ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვას დასავლეთის სახელმწიფოებისგან კრიტიკა მოჰყვა.
ცნობისთვის, -მ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდურ პროდუქციაზე საიმპორტო ტარიფი გააორმაგა და მიმდინარე წლის აგვისტოში ნიუ-დელის დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ თანხით ინდოეთი ში ს ომს ირიბად აფინანსებს.
წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ქვეყნის ნავთობის სამინისტროს ნავთობის დაგეგმარებისა და ანალიზის ცენტრი (PPAC) ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს რუსეთიდან და აშშ-დან ნავთობის იმპორტის შესახებ. PPAC-ის მიხედვით, აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდის ოფისი ითხოვს.
“ჩვენ გვინდა დროული და ზუსტი მონაცემები რუსული და აშშ-ს ნავთობის იმპორტის შესახებ, რათა, როდესაც აშშ ინფორმაციას მოგვთხოვს, ჩვენ შევძლოთ, გადამოწმებული მაჩვენებლები მივცეთ მეორად წყაროებზე დაყრდნობის ნაცვლად,” განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ინდოეთის მთავრობის მაღალჩინოსანია.
Reuters-ის ცნობით, აშშ-სა და ინდოეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში რუსული ნავთობის იმპორტი საკამათო საკითხად რჩება. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში თქვა, რომ მოდი მას რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტას დაჰპირდა, თუმცა, ინდოეთი საჯარო წინააღმდეგობას უწევს აშშ-ს წნეხს და აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ინდოეთის ენერგო უსაფრთხოებისთვის.
არსებული ინფორმაციით, ინდოეთის ინდოეთის მთავრობას არ უთქვამს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, რომ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერონ. თუმცა, ინდოეთის მთავრობის მაღალჩინოსნები და ინდუსტრიის წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ მათი მოლოდინით, მომდევნო თვეებში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი საშუალოდ დღეში 1 მილიონ ბარელს ჩამოსცდება.
გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის უფრო მკაცრმა სანქციებმა ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი უკვე შეანელა და, ანალიტიკური ფირმა Kpler-ის მიხედვით, დეკემბერში ნიშნული სამწლიან მინიმუმამდე, დაახლოებით დღეში 1.2 მილიონ ბარელამდე, დავარდა. ეს თითქმის 40%-იანი კლებაა ივნისთან შედარებით, როცა მაჩვენებელი დღეში 2 მილიონი ბარელი იყო.
tabula.ge