Reuters – ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ს განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს

ირანი გაერო-ს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ს განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ-საიდ ირავანიმ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსა და უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.
„ირანი თავის უფლებებს გადამწყვეტად და პროპორციულად გამოიყენებს. ამერიკის შეერთებული შტატები ამ უკანონო მუქარებისა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, – ნათქვამია წერილში.
-ის პრეზიდენტის, დონად ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.
„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საშველად მივა. მზად ვართ წასასვლელად“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.