ანი ნადარეიშვილი: არ მაძლევენ უფლებას, შევხვდე ჩემს მეუღლეს

ანი ნადარეიშვილი პროკურატურას, ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს სთხოვს რეაგირებას იმ ფაქტზე, რომ მას ბაჩო ახალაიას მოსანახულებალდ რუსთავის ციხეში არ უშვებენ.

ნადარეიშვილს, როგორც ადვოკატს აინტერსებს, რატომ არ უშვებენ ბაჩო ახალაიას მოსანახულებლად რუსთავის ციხეში და ამასთან, რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მას.

ამასთან ნადარეიშვილი იმ განცხადების ფოტოებსაც დებს, რომელიც გენპროკურორის სახელზე დაწერა.

ვითხოვ დაუყონებლივ რეაგირებას ჩემს განცხადებაზე

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

აქვე ვაფიქსირებ, რომ კონსტიტუცია, კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ხელისუფლება მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, მაგრამ ამ წერილებს რეჟიმის მსახურ ორგანოებს ვწერ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვის მიზნით, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტით,- წერს ნადარეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს