“ტექნიკური ხარვეზი” – ხაშურთან თბილისი-ზუგდიდის მატარებელი გაჩერდა

“საქართველოს რკინიგზაში” რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია თბილისი-ზუგდიდის მატარებელის გაჩერებასთან დაკავშირებით. ცხელ ხაზზე მიზეზად “ტექნიკურ ხარვეზს” ასახელებენ.
მგზავრები აღნიშნავდნენ, რომ მატარებელი საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული ხაშურთან ახლოს, სოფელ გომში. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებდა.
“სხვა ტრანსპორტში გადაჰყავთ მგზავრები”, – “საქართველოს რკინიგზის” ცხელი ხაზის ინფორმაციით, მგზავრებს, სურვილის მიხედვით, ზუგდიდამდე ჩაიყვანენ. როგორც იუწყებიან, ნაწილმა თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რა გახდა მატარებლის გაჩერების მიზეზი.
30 დეკემბერს პრობლემები შეექმნა თბილისი-ს მატარებელს, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა იტყობინებოდა, რომ მგზავრებმა სკენ გზა დამხმარე მატარებლით გააგრძელეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის