ბოლო 6 თვეში jobs.ge-ზე 42 362 ვაკანსია გამოქვეყნდა – ყველაზე მეტი გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში

2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 42 362 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის დეკემბერში, პირველად 2 წლის განმავლობაში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა. გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%- ით ნაკლებია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6,598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 59.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 11,077 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.1%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 9,949 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.7%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.