შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება – ფასი მატულობს

2026 წლის 1-ლი მარტიდან ავტომობილებისა და მოტოციკლების შიდა ტრანზიტის ნომრები იცვლება. ახალი ნიმუშები მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა.
ახალი წესის მიხედვით, შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ტიპის ნომრები — წითელი ზოლის ნაცვლად ლურჯი ზოლით. ამასთან, დღევანდელი „შიდა ტრანზიტის“ ნომრები მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება.
-ს მომსახურების სააგენტოს დაევალა, 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ახალი ნომრების დამზადება და გაცემისთვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ იმ ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტებს, რომლებიც 1 მარტამდე გაიცემა და იურიდიულ ძალას ფლობს, მოქმედების ვადა კანონით განსაზღვრული წესით შეუნარჩუნდება.
ამავე დროს, 2026 წლის 1 იანვრიდან ტრანზიტული ნომრის ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდა – 50 ლარის ნაცვლად 370 ლარი გახდა, რაც პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით ამოქმედდა.
tvpirveli.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”