უკრაინელი ქალის საახალწლო “მილოცვა” მსოფლიოს: ოთხწლიანი თებერვალი: რატომ ასდის თქვენს ოლივიეს დამწვრის სუნი?

“ოთხწლიანი თებერვალი: რატომ ასდის თქვენს ოლივიეს დამწვრის სუნი?
უკვე დაჭერით სალათები?
შამპანური გააცივეთ? მოემზადეთ კურანტების ხმაზე სურვილების ჩასაფიქრებლად? ერთი წამით შეჩერდით და დაყნოსეთ.
გრძნობთ?
ეს მანდარინების სუნი არ არის. ეს დამწვრის სუნია, რომელიც ქარს ოდესიდან მოაქვს.
ეს იმ ადამიანების ტუჩებზე შემდედრებული სისხლის სუნია, რომლებიც ამ წუთას ცარიელ ცას შესცქერიან, სანამ თქვენ ირჩევთ, რა ფილტრი დაადოთ ბოკალით გადაღებულ ფოტოს.
გეგონათ, რომ შუაღამისას 2026 წელი დადგებოდა?
ცდებით.
კალენდარზე ისევ ის შვიდასმეათე რაღაცა თებერვალია და საათის ისრები ნიშნულზე – „კატასტროფა“ – გაიყინა.
სანამ მსოფლიო ბენზინის ფასს განიხილავს და სუფრისთვის დელიკატესებს ირჩევს, ვიღაც ოდესაში ან ბახმუტთან, ფეიერვერკის ნაპერწკლების ნაცვლად, ფოსფორის წვიმას ხედავს.
იცით, 2025 წლის მიწურულს ცრემლები ისეთივე მლაშეა, როგორც ამ გზის დასაწყისში იყო.
ოღონდ ახლა მათ უიმედობის გემოც ერევა. მსოფლიო უბრალოდ კი არ შეიშალა — ის მყუდროდ მოკალათდა თავის სიგიჟეში, პლედი შეისწორა და იმ არხებს რთავს, სადაც ს „დიდებულება“ წართმეული სიცოცხლეების რაოდენობით იზომება.
არაფერი მაქვს თქვენთვის დასაპირებელი.
აღარ დამრჩა სამართლიანობის რწმენა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აგვიანებს.
სანამ ევროპელები სიახლეებისგან „იღლებიან“, უკრაინის პრეზიდენტს მხრებით ისეთი ტვირთი მიაქვს, რომელიც ნებისმიერ იმ ადამიანს გასრესდა, ვინც ახლა საახალწლო გადაცემებს უყურებს.
„გაუსაძლისად მტკივა მათ გამო, ვინც ოლივიეს ნაცვლად ცარიელი თვალებით შესცქერის ცას და სისხლისა და სიკვდილის სუნით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავს. მათ გამო, ვინც მხარდამხარ იდგა და იცავდა თვით უფლებას — არსებობისა“.
ყველაზე საშინელი აფეთქებები არ არის.
ყველაზე საშინელი ის მეზობლები და ყოფილი მეგობრები არიან, რომლებიც ისევ „რუსულ სამყაროზე“ გაჰყვირიან და ვერ ხვდებიან, რომ ამ სამყაროს მხოლოდ სასაფლაოს სიჩუმე მოაქვს.
მათ არ ესმით: როცა ეს ჩექმა მათ ზღურბლს გადააბიჯებს, მათი „დაღლილობა“ უკანასკნელ ამოსუნთქვასთან ერთად დასრულდება.
შიგნით ყველაფერი გადამწვარია.
ამას სიბრალულისთვის არ ვწერ.
ჩემი ტკივილი მხოლოდ იმ ტკივილის აჩრდილია, რომელსაც ახლა სანგრებსა და ნანგრევებში გრძნობენ. ჩვენ ვაგრძელებთ დონაციას, ვაგრძელებთ მოწოდებებს იმ სინდისისკენ, რომელიც ბევრს დიდი ხანია ატროფირებული აქვს უსარგებლობის გამო.
სამყაროს მართავს გულგრილობა, რომელიც სიცრუითაა შეფუთული.
თუ ჩემგან სადღესასწაულო შეჯამებებს ელოდით — ისინი არ იქნება.
იქნება მხოლოდ მეხსიერება და სოლიდარობა მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად ტკივა.
მე არ მოგატყუებთ იმედზე. ჩემი იმედი მარიუპოლის მრავალსართულიანი შენობების ნანგრევებში ჩაკვდა და საბოლოოდ აორთქლდა უკრაინული ქალაქების ცეცხლში.
სამართლიანობა არ არსებობს.
არსებობს მხოლოდ სიკვდილის დაუსრულებელი კონვეიერი და მსოფლიო, რომელიც „დაიღალა“.
🗣 Анюта Степанова