უკრაინის დაზვერვა: კრემლი შობის დღეებში მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რასაც შესაძლოა, მსხვერპლი მოჰყვეს

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ შობის წინა დღეს ან თავად დღესასწაულის პერიოდში მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვება.

სამსახურის ცნობით, ეს ოპერაცია მიზნად ისახავს -ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას და კრემლის საინფორმაციო კამპანიასთანაა დაკავშირებული.

დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ რუსული სპეცსამსახურები მანიპულაციისგან შეიძლება პირდაპირ შეიარაღებულ პროვოკაციაზე გადავიდნენ. შესაძლო სამიზნედ სახელდებოდა რელიგიური ობიექტები ან სიმბოლურად მნიშვნელოვანი ადგილები როგორც რუსეთში, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მოსალოდნელი დროა იულიუსის კალენდრის მიხედვით შობის წინა დღე ან მისი აღნიშვნის პერიოდი. პროვოკაციის ადგილი შეიძლება იყოს რელიგიური შენობა ან სხვა ადგილი, რომელსაც აქვს მაღალი სიმბოლური მნიშვნელობა როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის მხარის თქმით, მოსალოდნელია, რომ თავდასხმის შემდეგ რუსეთმა სცადოს უკრაინის „დამნაშავედ წარმოჩენა“ – ამისთვის პროვოკაციის ადგილზე შესაძლოა სპეციალურად მიიტანონ დასავლური წარმოების დრონის ნარჩენები.