აზერბაიჯანი მშვიდობას აშენებს არა მხოლოდ სომხეთთან, არამედ სომეხ ხალხთან – ალიევის მრჩეველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიზანი არის სომხეთის სახელმწიფოსთან ერთად სომეხ ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზება.
აზერბაიჯანი „მშვიდობას ამყარებს არა მხოლოდ სომხეთთან, არამედ სომეხ ხალხთანაც“, – განაცხადა ჰაჯიევმა დღეს, 2 იანვარს, როდესაც საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე.
ჰაჯიევმა დადებითაც შეაფასა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში და ასევე მარცვლეულის ტრანზიტისთვის შექმნილი პირობები.
ჰაჯიევის თქმით, სიმბოლიზმის გარდა, არსებობს მართლაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნიუანსებიც.
· 2025 წლის 8 აგვისტოს -ის პრეზიდენტ ს ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
· ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
· 2025 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა საქართველოს გავლით. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.