ყოფილი ევროკომისარი ხოაკინ ალმუნია: დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მტერია

ყოფილმა ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ ესპანურ მედიასთან ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპისთვის მთავარი მოკავშირიდან, მტრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა, – ამის შესახებ “ანადოლუ” წერს. „ევროპას ოდესღაც მოკავშირე ჰყავდა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მტერია“, – თქვა ალმუნიამ, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „აშშ პროევროპულიდან ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციაზე გადავიდა – და ეს არა მხოლოდ ევროპელებს, არამედ, ამერიკელებსაც უნდა აშფოთებდეს“.
სააგენტოს ცნობით, ესპანურ რადიო „კადენა სერთან“ საუბრისას ალმუნიამ აღნიშნა, რომ საფრთხე აშშ-ის პრეზიდენტ სგან მომდინარეობს და არა მთლიანად ამერიკელი ხალხისგან. მიუხედავად ამისა, მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის ლიბერალურ დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში. „ტრამპი ევროკავშირს თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და (ს პრეზიდენტს) ვლადიმერ პუტინს – მეგობრად. როდესაც აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტი ღიად უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს, რომლებსაც ტრამპი „პატრიოტულ პარტიებს“ უწოდებს, ეს ნამდვილად მაშფოთებს“. – აღნიშნა ხოაკინ ალმუნიამ.
ალმუნიასგან შექება დაიმსახურა ანტონიო კოშტამ ვაშინგტონის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კრიტიკისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპას, მიგრაციისა და ზედმეტი რეგულაციების გამო, „ცივილიზაციური წაშლა“ ემუქრება. თუმცა, ყოფილმა ევროკომისარმა ისიც აღნიშნა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამო ბრიუსელის დუმილით. კერძოდ, მან შეშფოთება გამოხატა სხვა ევროპელი ლიდერების, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ს, დუმილის გამო ამ თემასთან დაკავშირებით. ალმუნიამ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის რეაქცია ღაზაში განხორციელებულ გენოციდზე და თქვა, რომ მას აკლია თანმიმდევრულობა და სისწრაფე. „თუ ჩვენ ვხედავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ჩვენ გადამწყვეტად უნდა ვუპასუხოთ. როგორც ევროპელებმა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც ასეთი პრინციპები ირღვევა – არ უნდა დავხუჭოთ თვალი და არ უნდა მოვძებნოთ გამართლება“. – ციტირებს ხოაკინ ალმუნიას სიტყვებს “ანადოლუ”.

ასევე დაგაინტერესებთ

გამოიკვეთა 2026 წლის მთავარი პრიორიტეტები – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას