სინდისის პატიმრები რომ დაინახო თვითონ უნდა გქონდეთ სინდისი, – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარის საპასუხოდ.
“სინდის გაყიდული ჯაღმაიძე და მისი ძმანი იმაზე მაყვედრიდნენ – რატომ გვლანძღავ იმათ, ვინც გაჩუმებულები ვართო. რა მოხდა, მორჩით ბუმბულის გარჩევას საპატრიარქოში? სინდისის პატიმრებს უსინდისოებისგან შეწყალება არ სჭირდებათ“, – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას სამჯერ მიმართეს, თუმცა ამ საკითხს “მსვლელობა არ მიეცა”.




