– 6 იანვარს ევროპელი და “მსურველთა კოალიციის” ლიდერების შეხვედრა გაიმართება

6 იანვარს, ლიდერების დონეზე შეხვედრა გაიმართება – ევროპელი ლიდერები და “მსურველთა კოალიციის” ლიდერები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
“რუსტემ უმეროვი ყოველ დღე კონტაქტშია ამერიკულ გუნდთან და ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან. ვამზადებთ ფორმატებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს. 3 იანვარს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრა გაიმართება უკრაინაში. ეს პირველი მსგავსი შეხვედრაა უკრაინაში და ის მშვიდობაზეა ფოკუსირებული. ევროპელი წარმომადგენლები დაესწრებიან, და ველით, რომ ამერიკული გუნდი ონლაინ შემოგვიერთდება. თხუთმეტმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი მონაწილეობა, ევროპული ინსტიტუტებისა და ნატოს წარმომადგენლებთან ერთად.
შემდეგ, 5 იანვარს, სამხედროების შეხვედრა იქნება – გენერალური შტატების მეთაურების. მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია. პოლიტიკურად თითქმის ყველაფერი მზად არის და მნიშვნელოვანია ყოველი დეტალის შემუშავება – როგორ იმუშავებს გარანტიები ცაში, ხმელეთსა და ზღვაში, თუ ომის დასრულების მხრივ წარმატებულები ვიქნებით და ეს საკვანძო მიზანია ყველა ნორმალური ადამიანისთვის. 6 იანვარს, ლიდერების დონეზე შეხვედრა გაიმართება – ევროპელი ლიდერები და “მსურველთა კოალიციის” ლიდერები. ახლა იმისთვის ვემზადებით, რათა უზრუნველვყოთ, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყოს, მხარდაჭერა გაიზარდოს და უფრო დიდი პოლიტიკური თავდაჯერებულობაა, როგორც უსაფრთხოების გარანტიებში, ასევე სამშვიდობო შეთანხმებაში. მადლობა ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)