უკრაინული მედია უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს რომ, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მეთაური, დენის კაპუსტინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალია.
კაპუსტინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურები მოატყუა და მისი ლიკვიდაციისთვის მათგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.
დენის კაპუსტინის, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ქვედანაყოფის მეთაურის მკვლელობა, რომელიც პუტინის წინააღმდეგ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) „ტიმურის სპეცდანიშნულების რაზმის“ შემადგენლობაში იბრძვის, რუსეთის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს და დანაშაულის აღსასრულებლად ნახევარი მილიონი დოლარი გამოყვეს.
უკრაინის დაზვერვიი ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზვერვამ ერთთვიანი სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც კაპუსტინის სიცოცხლე გადაარჩინა და დანაშაულის შემკვეთები და შემსრულებლები დაადგინა.
ფული, ნახევარი მილიონი საბოლოოდ უკრიანულ დაზვერვას დარჩა, კაპუსტინი კი იგივე „თეთრი რექსი” ცოცხალია.
დღეს სოციალურ ქსელში კაპუსტინის მონაწილეობით ვიდეო გამოჩნდა . ჩანაწერში ასევე ჩანს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) „ტიმურის სპეცრაზმის“ მეთაური, რომელიც სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას აწვდის, და კირილ ბუდანოვი.
გენერალმა ბუდანოვმა მიულოცა დენის კაპუსტინს და დაზვერვის იმ გუნდს, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურები მოატყუა და მისი ლიკვიდაციისთვის მათგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.
ცნობისთვის,
რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (РДК) არის სამხედრო-პოლიტიკური ფორმირება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვის სრულმასშტაბიან ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. РДК ძირითადად შედგება მოხალისეებისგან – ეთნიკური რუსებისგან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, რომლებიც ცხოვრობენ უკრაინაში და იბრძვიან უკრაინის მხარეს 2014 წლიდან. РДК-ს მებრძოლები სრულად აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის ოფიციალურ საზღვრებში და იცავენ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას სამხედრო საშუალებებით.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ტერიტორიის მიტაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით დაწყებული ომი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, ომის წესებს, უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს, მორალურ და ეთიკურ პრინციპებს და, შესაბამისად, დანაშაულად ითვლება. უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ოკუპანტებისგან. უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს თავისი გეოპოლიტიკური გზა, როგორც ეს შეეფერება დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს.
РДК-ის მებრძოლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი ებრძვიან კრემლის კრიმინალურ რეჟიმს და ყველა იმ პირს, ვინც გასცემს და ასრულებს კრიმინალურ ბრძანებებს, ასევე მათ, ვინც რაიმე ფორმით უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას.
РДК რუსეთის ფედერაციას მიიჩნევს ტერორისტულ სახელმწიფოდ და აცხადებს, რომ შეუძლებელი და დაუშვებელია მასთან მოლაპარაკების წარმოება.
РДК-ს ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური მიზნებია:
· უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და აღდგენა 1991 წლის საზღვრებში
· რუსეთის ფედერაციაში მმართველი რეჟიმის დამხობა




