ი.პ Yandex-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული კომპანია გახდა

რუსეთში მთავარი იურიდიული პირის Yandex-ის მფლობელი ნიდერლანდური Yandex N.V.-ის ნაცვლად სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex გახდა, რომელიც 2023 წლის დეკემბერში კალინინგრადის რეგიონშია რეგისტრირებული. МКАО Yandex ასევე გახდა შპს Tekhnoyak-ის 100% და Yandex DC-ის 49% მფლობელი, რომლებიც დაკავშირებულია Yandex-თან.
აღნიშნული ინფორმაცია იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრშია მოცემული. ეს დაკავშირებულია Yandex-ის გაყიდვის მცდელობასთან, მისი საერთაშორისო და რუსულ ნაწილებად დაყოფის შემდეგ.
„ჩვენ ვაგრძელებთ მომზადებას რესტრუქტურიზაციისთვის. ეს არის ტექნიკური პროცედურა კომპანიების სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის“, – განმარტავენ Yandex.
2022 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ დაიწყო მოლაპარაკებები Yandex-ის ორ ნაწილად – რუსულ და საერთაშორისოდ დაყოფაზე. გეგმის მიხედვით, რუსული აქტივები უნდა გადავიდეს რუსულ კომპანიაზე, რომელიც შეინარჩუნებს Yandex-ის ბრენდს, ხოლო ჰოლანდიაში რეგისტრირებული მშობელი კომპანია Yandex N.V., რომელმაც შესაძლოა მოგვიანებით სახელი შეიცვალოს, მიიღებს უპილოტო მანქანებს, ღრუბლოვან ტექნოლოგიებს და საგანმანათლებლო სერვისებს.
Meduza და The Bell ადრე წერდნენ, რომ Yandex-ის ახალი მფლობელი შეიძლება გახდეს „მილიარდელთა კონსორციუმი“, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ლუკოილის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი, „სევერსტალის“ მთავარი აქციონერი ალექსეი მორდა და „ინტერროს“ ჰოლდინგის მფლობელი ვლადიმერ პოტანინი. Yandex-ის გაყოფაზე თანხმობა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა. მოგვიანებით, გამოცემებმა დაწერეს, რომ პუტინის მიერ დამტკიცებული Yandex-ის რუსული ნაწილის პოტენციური მყიდველების სია, რომელშიც შედიოდნენ ვლადიმირ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, ვაგიტ ალეკპეროვი და VTB ბანკი, არ მოეწონათ Yandex-ის გამგეობის უცხოელ დირექტორებს. მათ, სავარაუდოდ, უარი თქვეს ბიზნესის კეთებაზე პოტენციურ მყიდველებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ დასავლეთის სხვადასხვა სანქციების ქვეშ.
მედიის ინფორმაციით, უცხოური ბიზნესი უნდა წავიდეს Yandex-ის თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟთან.
დეკემბრის ბოლოს Forbes-მა დაწერა, რომ Yandex-ის რუსული ბიზნესის პოტენციური მყიდველები მისი აქციონერები გახდნენ, ისე რომ კომპანიის აქტივების გაყოფას არ დალოდებიან.