-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ სამ ნავს დაარტყა

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ სამ ნავს დაარტყეს.
„პირველი დარტყმის შედეგად ერთი ნავის ბორტზე მყოფი სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა. დანარჩენ ორ ნავზე მყოფი ნარკოტერორისტები წყალში გადახტნენ“, – წერს -ის სამხრეთის სარდლობა X-ზე.
ABC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმის შემდეგ, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ დარტყმის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)