სანქტ-პეტერბურგში რუსეთის 70 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის ჯანმთელობაზე სალოცავად ოყვნენ შეკრებილი. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები წერენ და ვიდეოსაც აქვეყნებენ. ორგანიზაციას რუსი პროპაგანდისტები “რადიკალურ სექტად” მოიხსენიებენ, რომელიც თითქოს უკრაინაში შეიქმნა და პოზიციონირებს როგორ “სასულიერო მოძრაობა”. რუსულ ტელეგრამ-არხებში ასევე წერენ, რომ ეს ორგანიზაცია შეხვედრებზე განიხილავდა ომს, ლოცულობდა ზელენსკის ჯანმრთელობისთვის და მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.




