დღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა „შინაური ცხოველების შესახებ“ კანონის ერთი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შინაური ცხოველების დაცვის მდგომარეობას. ამ ახალი წესებით, ცხოველების მეპატრონეებს უჩნდებათ ვალდებულებები და წესდება ჯარიმები.
მეპატრონე ვალდებული იქნება:
· ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
· თუკი არსებობს ცოფის ეჭვი, მისი ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, აცნობოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ასევე, გადაიყვანოს ცხოველი იზოლაციაში;
· დაბინძურების შემთხვევაში დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე;
· თუკი ცხოველი გამოიწვევს ზიანს, აანაზღაუროს ის კანონით დადგენილი წესით.
ცხოველის მიკედლება:
· ცხოველის მიკედლების შემთხვევაში ადამიანი ან ორგანიზაცია ვალდებულია, შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს;
· იკრძალება ცხოველის მიკედლება საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების, მეტროს, საბავშვო ან სპორტული მოედნების ტერიტორიაზე;
· მიმკედლებელს ვალდებულება უჩნდება გამოკვებოს ცხოველი.
ვეტერინარული მომსახურება:
· კლინიკა ვალდებულია, ცხოველს სამედიცინო მანიპულაციები უმტკივნეულოდ ჩაუტაროს;
· კლინიკა ვალდებულია, ცოფის ან სხვა დაავადებების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს.
აიკრძალება არასამკურნალო მიზნით ცხოველებისთვის:
· ყურების მოჭრა;
· კუდის მოჭრა;
· ეშვებისა და ბრჭყალების ამოჭრა;
· სმენის დაქვეითება;
· ხმის იოგების გადაჭრა.
თავშესაფრის ვალდებულებები:
· ვოლიერებსა და ვეტერინარულ სივრცეებში სტანდარტის დაცვა;
· ცხოველს მისცეს გადაადგილებისა და კვების საშუალება;
· ცხოველს ჰქონდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალება (არ იყოს ოთხივე მხარეს დახურული ვოლიერი);
· ჰქონდეს გასასეირნებელი და ფიზიკური აქტიურობის სივრცე;
· კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა აკრძალულია.
ცხოველების სასტუმროები:
· სასტუმროში დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
· ცხოველის განსათავსებელ სივრცეში უნდა იყოს განათება, დათბუნება და ვენტილაცია.
· ცხოველთა რეალიზაცია შეეძლება რეგისტრირებულ პირს;
· მან არ უნდა დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება;
· ცხოველთა გაყიდვამდე მას აქვს ყველა ის ვალდებულება, რაც მის პატრონს.
ფორუმი




