დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 1 მარტიდან დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია შესასვლელი ბილეთის ფასების ცვლილება.
სააგენტოს თქმით, იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება.
სააგენტო ამბობს, რომ 2023 წელს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მასშთაბური სამუშაოები განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვა.
“ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბილეთების ფასები შემდეგნაირად შეიცვლება:
· 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან
· 6-18 წლამდე შენარჩუნდება 5,5 ლარი
· საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
· უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
· ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
· საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
· უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
· საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
· უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
· საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
· ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად – 13 ლარი.
· უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვალად – 25 ლარი.
· ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
· საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვალად – 10 ლარი.
· უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
· საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.
· უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.