პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – შეკრებილები გეგმავენ, ახლა წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით – „შევხვდეთ ახალ წელს ერთად!” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და საახალწლო ატრიბუტებით შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია საახალწლო სუფრა.
ოგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან 00:00 საათამდე დარჩებიან და ერთად შეხვდებიან ახალ წელს. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.