სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა:
ეს ფოტო ჩემი მერამდენიღაცა დაკავებიდან არის. აბსოლუტური მზაობა მაქვს აქ, იმისთვის რომ უკან შემაბრუნებენ 48 საათიანი პატიმრობის შემდეგ.
რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ 2019 წლის შემდეგ ყოველი მომდევნო წელიწადი ერთმანეთზე ცუდი იყო, თუმცა თავს 2019 წლის შემდეგ ვგრძნობ ყველაზე თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად. ძალიან მძიმე წელი იყო, არავინ და არაფერი შემიძენია ახალი. დავკარგე ბევრი. ვერ ვიხსენებ რა მოხდა პოზიტიური ამ წელს, თუმცა ყველაზე უკეთ ამ ერთმა წელიწადმა გამომწრთო ალბათ. ეს წელი იყო დაუმროჩილებლობის, მუდმივი წინააღმდეგობის, მარცხების და პატარ-პატარა გამარჯვებების. ახლაც რთულ პერიოდს გავდივარ, თითქმის არაფერი მანიჭებს ბედნიერებას. მადლობა ჩემს ქალიშვილს, დე, შენ რომ არა უბრალოდ ვერ გავძლებდი. მადლობა ჩემს ყველა მეგობარს, ამოიცნობენ საკუთარ თავებს, ვინც ამიტანა და გამიტანა. მადლობა მათაც, ვინც ჩემგან წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, თქვენ მასწავლით როგორ ვიდგე მყარად ფეხზე და როგორ მქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.




